,,მე ვარ ძალიან გაბრაზებული საქართველოს მტერზე, ივანიშვილზე” – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ნაციონალური მოძრაობის წევრებს დღეს სიტყვით მიმართა.

მიხეილ სააკაშვილმა საქრთველოში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა პრობლემების მთავარ წყაროდ ბიძინა ივანიშვილი დაასახელა.

“მე ვარ ძალიან გაბრაზებული საქართველოს მტერზე, ივანიშვილზე,“ – თქვა სააკაშვილმა.

„მხვდებიან ხოლმე სადღაც ქართველები, პირველი კითხვაა, აბა გადაგიარა წყენამ საქართველოზე? არასდროს არ ვყოფილვარ და ვერ ვიქნები ნაწყენი საქართველოზე, ჩემს ხალხზე, მაგრამ მე ვარ ძალიან გაბრაზებული საქართველოს მტერზე, ივანიშვილზე, რომელმაც, პრაქტიკულად, ნოლზე დაიყვანა ის, რაც ჩვენ საუკუნეების განმავლობაში შევქმენით, მაგრამ ხომ ჩვენ შევქმენით, ხომ ცოცხლები ვართ, ხელახლა ავაშენებთ. ვინც ერთხელ ააშენა, მეორეჯერ, მესამეჯერ, მეოთხეჯერ ააშენებს. ახლა ჩვენ მოგვცეს უვიზო მიმოსვლა, რა თქმა უნდა, ბევრი ნორმალური ადამიანი ისევ იფიქრებს საქართველოს დატოვებაზე, რა თქმა უნდა, ვიმოგზაუროთ, ვიცი, რომ გვიჭირს, ბევრი პრობლემაა, ვიცი, რომ საჭმლის ფულის პრობლემაა, მაგრამ დატოვების დრო არ არის. მოდით, იმათ დავატოვებინოთ ვინც საჭმლის ფული არ დაგვიტოვა, მაგრამ თქვენ ნუ წახვალთ,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

newposts.ge

Comments
Loading...