„მე ვარ ის მეგობარი“ – გვარამიას თქმით, ლაშა ნაცვლიშვილმა ივანიშვილის სატელეფონო ჩანაწერების ყიდვა შესთავაზა
„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის თქმით, ის არის ის „მეგობარი“, ვის შესახებაც დავით საყვარელიძე საუბრობდა.
ეს განცხადება „არჩევანში“, ნიკა გვარამიამ დავით საყვარელიძის კომენტარის შემდეგ გააკეთა.
ნიკა გვარამიამ დაადასტურა, რომ ლაშა ნაცვლიშვილი ბიძინა ივანიშვილის პირადი ფარული ჩანაწერების სანაცვლოდ რამდენიმე მილიონს ითხოვდა.
ნიკა გვარამიას თქმით, მას მოსმენილი აქვს ერთი ჩანაწერი ქალაქ ჟენევაში.
„როცა ვაჭრობენ, სატესტოდ ერთს აჩვენებენ ხოლმე“, – განაცხადა გვარამიამ.
იხილეთ ასევე: „მე ვარ ის მეგობარი“ – გვარამიას თქმით, ლაშა ნაცვლიშვილმა ივანიშვილის სატელეფონო ჩანაწერების ყიდვა შესთავაზა