მედია: თურქეთში პოლიციელის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავეს

თურქეთში პოლიციელის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას „ქრონიკა“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებულები ავტომობილის გაძარცვას ცდილობდნენ. პოლიციამ კი მათ წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც, ბრალდებულებმა სამართალდამცავი ყელისა და მუცლის არეში დაჭრეს. პოლიციელი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

„ქრონიკა“ თურქეთში საქართველოს მოქალაქეს დაუკავშირდა. ის დაკავებულების ბრალეულობას გამორიცხავს და ამბობს, რომ მათ სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მისი თქმით, ორი მათგანი ამ დრომდე კომაშია.

როგორც თურქეთში მცხოვრები ქართველი ყვება ხუთის გარდა, კიდევ ათობით ქართველია დაკავებული, თუმცა საგარეო საქმეთა სამინისტრო მხოლოდ ხუთი მოქალაქის დაკავებას ადასტურებს. დანარჩებზე თურქეთში საქართველოს საკონსულოში ცნობა არ შესულა.

„ბიჭები იყვნენ ნასვამ მდგომარეობაში. ბრუნდებოდნენ სახლში და ამასობაში შეხვდათ ვიღაც თანამშრომელი. მოუვიდათ შეკამათება. მეტი არაფერი. ძარცვას ადგილი არ ჰქონია. ბიჭები არიან იმ დონეზე ნაცემები, რომ ვერ დადიან, გარეთ ვერ გამოყავთ. ორი მათგანი კომაშია. არც ადვოკატი ჰკიდებს საქმეს ხელს. ძალიან გთხოვთ, ჩვენმა საელჩომ გამოიჩინოს ყურადღება, რომ ბიჭები ცემაში არ დაიხოცონ“, – განაცხადა „ქრონიკასთან“ საუბარში თურქეთში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქემ.

Comments
Loading...