მედიაში ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ძმაზე განხორციელებული თავდასხმის ვიდეო გავრცელდა
კადრებში ასახულია გოგონა, რომელსაც თეთრი მაისური აცვია. ის აეროპორტში კიმ ჩენ ნამს თავს ესხმის. სავარაუდოდ, მან ჩრდილოეთ კორეის ლიდერის უფროსს ძმას სახეში ტოქსიკური ნივთიერება შეასხა. წინასწარი ვერსიით, მას თანამზრახველებიც ჰყავს.
15 თებერვალს, მალაიზიის პოლიციამ კუალა-ლუმპურის აეროპორტში ახალგაზრდა ქალი დააკავა, რომელიც ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩინ ინის ნახევარძმის, კიმ ჩენ ნამის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.
მალაიზიის პოლიციის განცხადებით, დაკავებული 18 წლის ვიეტნამის მოქალაქეა. ის ადგილობრივი დროით, 8:20 საათზე დააკავეს. პოლიციის განმარტებით, შემთხვევის დროს დაკავებული მარტო მოქმედებდა.
მანამდე, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ნახევარძმის, კიმ ჩენ ნამის სავარაუდო მკვლელის ფოტო სათვალთვალო ვიდეოკამერამ დააფიქსირა. კადრები კუალა-ლუმპურის აეროპორტშია გადაღებული.
14 თებერვალს, მალაიზიის პოლიციამ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ნახევარძმის კიმ ჩენ ნამის გარდაცვალების ფაქტი დაადასტურა. პოლიციის ინფორმაციით, კიმ ჩენ ნამი კუალა-ლუმპურიდან მაკაოში მიფრინავდა. გამოცემა Malaysiakini პოლიციაზე დაყრდნობით წერს, რომ კუალა-ლუმპურის აეროპორტში ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ძმას თავს ორი უცნობი ქალი დაესხა, რომლებმაც ის უცნობი სითხით მოწამლეს.
წყაროს ინფორმაციით, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა გზაში გარდაიცვალა. სააგენტო Bloomberg-ს სამხრეთ კორეის სამთავრობო წყარომ განუცხადა, რომ კიმ ჩენ ნამის მკვლელობისას შხამი გამოიყენეს.
https://www.youtube.com/watch?v=TTvjFZk6vCc
ipress.ge