მეგობრის დედის რიტუალურ მკვლელობაში ბრალდებული კანიბალიზმს უარყოფს

76 წლის ქალის განსაკუთრებული სისატიკით რიტუალურ მკვლელობაში ბრალდებული ბექა შენგელია კანიბალიზმს უარყოფს და თავს დამნაშავედ ნაწილობრივ ცნობს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მეგობრებთან ერთად დედის გაგუდვის, დანაწევრებასა და დაწვაში ბრალდებულ ირმა ყოჩიაშვილისა და მისი მეგობრის ბექა შენგელიას წინასასამართო სხდომა მიმდინარეობს.

სასამართლოზე ბექა შენგელიამ განმარტა, რომ 76 წლის ქალის მკვლელობა ცოცხალი ადამიანის სხეულის გამოყენების მიზნით არ მომხდარა.
“დანაწევრება მოხდა გვამის გადაადგილების და არა რიტუალური მკვლელობის მიზნით. ნაწილობრივ ვცნობ თავს დამნაშავედ და არ ვეთანხმები მე-3 ნაწილს. ეს არ ყოფილა განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაული”, – განაცხადა ბექა შენგელიამ სასამართლო პროცესზე.
ირმა ყოჩიაშვილი, რომელსაც დედის განზრახ მკვლელობა ედება ბრალად ამბობს, რომ თავს დამნაშავედ მიიჩნევს.
საქმის პროკურორის თქმით, ბრალდებას საქმეზე უტყუარი მტკიცებულებები გააჩნია.

გამომდინარე იქიდან, რომ დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობაში ედებათ და საქმე ნაფიც მსაჯულთა განსჯადია, პროკურორი ინა გუგუშვილი საქმის დეტალებს არ ახმაურებს.

4 ნოემბერს შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შვილმა დედა მეგობრებთან ერთად ელექტროშოკით გაგუდა, დაანაწევრა და დაწვა.
“გამოძიებამ დაადგინა, რომ სამმა ბრალდებულმა, 2016 წლის 19 ოქტომბერს, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, რასაც წინ უძღოდა დედა-შვილს: ირმა ყ.-სა და ლუბა ყ.-ს შორის წარმოქმნილი უთანხმოება და დაპირისპირება, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე კორპუსის საცხოვრებელ ბინაში, ამავე მისამართზე მცხოვრები, ბრალდებულ ირმა ყ.-ს დედა – 1940 წელს დაბადებული ლუბა ყ. ჯერ ელექტროშოკით გათიშეს, ხოლო შემდგომ – გაგუდეს და დანის დარტყმით მოკლეს. ბრალდებულებმა გარდაცვლილი ლუბა ყ.-ს ცხედარი დიდი ზომის ჩანთაში მოათავსეს და თბილისში, ბექა შ.-ს ნაქირავებ ბინაში გადაიტანეს, სადაც გვამი დაანაწევრეს.
იმავე საღამოს, დაბინდების შემდგომ, ბრალდებულებმა დანაწევრებული გვამი ორი ჩანთის მეშვეობით გლდანის N8 საპყრობილის მიმდებარედ არსებულ გაუქმებულ ნაგავსაყრელზე გადაიტანეს, წინასწარ, მოცემული დანაშაულის ჩადენის მიზნით შეძენილი ბენზინი გადაასხეს, ცეცხლი წაუკიდეს და კვალის დასაფარად, თხრილში დაწვეს.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების დროს მოხდა მკვლელობის, გვამის დანაწევრებისა და დაწვის ადგილების დათვალიერება, საიდანაც ამოიღეს უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებები, დაიკითხნენ მოწმეები, ჩატარდა არაერთი და მათ შორის, გენეტიკური (დნმ) ექსპერტიზა, ამოღებულია ვიდეოჩანაწერები და სხვა.
სამართალდამცველების მიერ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ნანახი და ამოღებული გვამის ფრაგმენტები ეკუთვნის გარდაცვლილ ლუბა ყ.-ს, რომელიც საქართველოს შს სამინისტროს მიერ, ოჯახის წევრის განაცხადის საფუძველზე, 2016 წლის 19 ოქტომბრიდან იძებნებოდა, როგორც უგზო-უკვლოდ დაკარგული”,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ეს იყო რიტუალური მკვლელობა

 

 

Comments
Loading...