ამერიკის შეერთებული შტატების პირველ ლედის მელანია ტრამპს მეუღლის ინაუგურაციაზე ყოფილი პირველი ლედის ჟაკლინ კენედის მსგავსად ეცვა.
თეთრი სახლის ისტორიაში აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის ჯონ კენედის 35 წლის მეუღლე ჟაკლინ კენედი ყველაზე ელეგანტურ და გემოვნებიან პირველ ლედიდ ითვლებოდა. ჯონ კენედის ინაუგურაცია კი, 1961 წელს გაიმართა.
აღნიშნული მსგავსებით ამერიკული პრესა დაინტერესდა. მელანია ტრამპმა ინაუგურაციისთვის ღია ლურჯი ფერის პალტო შეარჩია. ჟაკლინ კენედი კი, 56 წლის წინ, მეუღლის ინაუგურაციაზე იმავე ფერის პალტოს, გრძელ ხელთათმანსა და ქუდს ატარებდა.