მელია: კობახიძის პოლიტიკური საქმიანობა ნათლად ცხადყოფს, რომ ის ბიძინა ივანიშვილს ემორჩილება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა მელიას განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრობის კანდიდატი მანანა კობახიძე გამორჩეული ადამიანია იმ თვალსაზრისით, რომ წლების განმავლობაში წარმოუდგენელ განცხადებებს აკეთებდა.

როგორც მელიამ აღნიშნა, კობახიძის პოლიტიკური წარსული დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს პრინციპებს ეწინაღმდეგება.

„მისი პოლიტიკური საქმიანობა უკანასკნელი წლების განმავლობაში ნათლად ცხადყოფს, რომ ის მხოლოდ და მხოლოდ ერთ ადამიანს ემორჩილება და ეს ადამიანი ბიძინა ივანიშვილია. ასეთი ადამიანი რომ წავა მოსამარლედ, ბუნებრივია, ის მიკერძოებული და დამოკიდებელი იქნება. ამაზე თავად კობახიძეს კითხვა არ აქვს“, – აცხადებს მელია.

საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად მანანა კობახიძის კანდიდატურას რამდენიმე დღის წინ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის 11-მა წევრმა დაუჭირა მხარი.

„ნაციონალური მოძრაობა“ კობახიძის კანდიდატურის მხარდაჭერას არ აპირებს.

Comments
Loading...