მენინგიტის დიაგნოზით ორი ბავშვი იაშვილის კლინიკაშია მოთავსებული
ბაქტერიული მენინგიტის დიაგნოზით ორი ბავშვი იაშვილის კლინიკაშია მოთავსებული.
ექიმების თქმით, 2 და 11 წლის პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
პარალელურად, იმ სკოლაში, რომელშიც ერთერთი ბავშვი სწავლობს, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
ამ ფაქტის გამო სწავლა კონკრეტულ კლასში ერთი დღით შეწყდა. სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სხვა შეფერხებები სასწავლებელში არ ყოფილა.