მეშახტეებმა მუშაობა განაახლეს

ტყიბულის შახტებში საწარმო პროცესი აღდგენილია. როგორც “ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, პირველი ცვლის მეშახტეთა ნაწილი დილიდან, 06:00 საათიდან შახტაში სამუშაოდ ჩავიდნენ.
მეორე ცვლის მეშახტეები მუშაობას 12:00 საათისთვის დაიწყებენ, რა პერიოდიდანაც შახტებში საწარმო პროცესი სრულად აღდგება.

Comments
Loading...