მესის ქანდაკებას ხელი მოაჭრეს

ბუენოს აირესში ვანდალური ფაქტი მოხდა. არგენტინელ ფეხბურთელ ლეონელ მესის ქანდაკებას ხელი მოაჭრეს.

უცხოური მედიის ინფორმაციით, ცნობილი ფეხბურთელის ძეგლი პრესტიჟულ საცხოვრებელ რაიონ პუერტო-მადეროში 2016 წელს დადგეს.

სამართალდამცველებსა და ქალაქის ხელმძღვანელობას შემთხვევის ადგილზე უხელო მესის ძეგლი დახვდათ. ვანდალურ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია.

რაც შეეხება უხელო მესის ქანდაკებას, მიმდებარე ტერიტორიას პოლიცია იცავს, რათა ბოროტმოქმედებმა ფეხბურთელის ქანდაკებას სხვა ნაწილებიც არ მოაცალონ.

Comments
Loading...