მეჭიაური – ინფლაციაზე პასუხისმგებელი არის ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას, პარლამენტის საფინანსო- საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე გამოეხმაურა. თამაზ მეჭიაურის თქმით, შიდა ფაქტორები ყველა პარამეტრში ჯდება და მნიშვნელოვნია საგარეო ფაქტორები.

„ინფლაციაზე პასუხისმგებელი არის ეროვნული ბანკი, მისი უშუალო ფუნქციაა. 6 პროცენტი ჯერ არ არის კატასტროფა და მე უფრო დაველოდები გარეშე ფაქტორიების განვითარებას, იმიტომ, რომ ჩვენ იმდენად ჩვენს შიდა ეკონომიკურ მაჩვენებლებზე არ ვართ დამოკიდებული, რომელიც ყველა პარამეტრში ჯდება, არამედ საგარეო ფაქტორები როგორ განვითარდება. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის და ამიტომაც პროგნოზისგან თავს შევიკავებ“,-განაცხადა მეჭიაურმა.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აცხადებს, რომ იანვრის დასაწყისში მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება, თუმცა გაზაფხულიდან უკვე დასტაბილურდება და ინფლაციის მაჩვენებელი დაუბრუნდება ჩვეულ ნიშნულს.

Comments
Loading...