მეჭიაური მუდმივად ხაზს უსვამს, რომ ის ქართული ოცნების სატელიტი კი არ არის, არამედ ის არის ბიძინა ივანიშვილის ერთგული ადამიანი – გია ხუხაშვილი

ექსპერტი გია ხუხაშვილი, “ქართული ოცნებიდან” თამაზ მეჭიაურის წასვლას ეხმაურება.
განცხადება მან ტელეკომპანია “იბერიას” ეთერში გააკეთა. მისი თქმით , საუბარი იმაზე , რომ ახლად შექმნილ პარტიებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ასეთ მცირე დროში პარლამენტში მოხვედრის შანსი აქვთ, არარეალურია. მისივე თქმით, ექსპრემიერ ივანიშვილს თამაზ მეჭიაური “არაფერში” არ ჭირდება, თუმცა შიდა არეულობის თავიდან ასაცილებლად მას შესაძლოა “თავი მოუქონოს”

“მეჭიაური მუდმივად ხაზს უსვამს, რომ ის ქართული ოცნების სატელიტი კი არ არის, არამედ ის არის ბიძინა ივანიშვილის ერთგული ადამიანი. არ მგონია ბიძინა ივანიშვილს ეს რამეში ჭირდებოდეს. უბრალოდ ტაქტიკური მოსაზრებებით, რომ თავიდან აიცილოს შიდაპარტიული დაძაბულობა და გახლეჩვა პარტიის, ამის გამო შეიძლება მეჭიაურს ცოტა თავი მოუქონოს,”-განაცხადა ხუხაშვილმა

Comments
Loading...