მეჭიაურის პარტია არჩევნებზე 1%-საც ვერ მიიღებს- ლევან ბერძენიშვილი

“რესპუბლიკური” პარტიის წევრის ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, თამაზ მეჭიაურის პარტია “თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის” საპარლამენტო არჩევნებზე, არა თუ ბარიერს ვერ გადალახავს, არამედ 1%-საც ვერ მიიღებს.

“ბატონი თამაზი შემოვიდა პოლიტიკაში, იყო პარლამენტის წევრი 2ჯერ, ერთხელაც ნახოს რა არის პოლიტიკური ბრძოლა და დებატები. საინტერესო ცხოვრებას ვპირდები მე მას”, – დასძინა ლევან ბერძენიშვილი.

ამასთან, ბერძენიშვილისთვის გაუგებარია, რატომ არიან თამაზ მეჭიაურის პარტიაში ია მეტრეველი და ლალი მოროშკინა, რადგან, დეპუტატის განცხადებით, მეჭიაურს აქვს ისეთი განცხადებები, რომელიც მათ არ უნდა მოსწონებოდათ.

ცნობისთვის, დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა ახალი პარტია – “თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის” შექმნა. თამაზ მეჭიაურის პარტიის სახეები ჯემალ სეფიაშვილი, სანდრო ბრეგაძე, დავით ფაცაცია, ლალი მაროშკინა და ია მეტრეველი იქნებიან. როგორც მეჭიაურმა ბრიფინგზე განაცხადა, პარტიის დასარეგისტრირებლად ცესკოს უკვე მიმართა
წყარო:აიპრესი

Comments
Loading...