მეტრეველი – ხელისუფლების ყველა შტო ვალდებულია დაუყონებლივი რეაგირება მოახდინოს

ნიკოლოზ მეტრეველი: საქართველოში არ დარჩება არცერთი უმაღლესი სასწავლებელი, რომელიც მხარს არ დაუჭერს ჩვენს სამართლიან ბრძოლას

„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული მდგომარეობა უკვე გაცდა მხოლოდ ერთი უნივერსიტეტის პრობლემას. ის უკანონობა და ძალადობა, რომელსაც ჩვენი საზოგადოება თითქმის ათი წელი ებრძოდა, დღეს არანაკლებ, თუ მეტი მაშტაბითაც კი სახეზე გვაქვს. უნივერსიტეტში სიტუაცია მეოცე საუკუნის 20-30 იანი წლების მდგომარეობას დაუბრუნდა. სახეზეა არამარტო გამეფებული უკანონობის წინააღმდეგ გამოსული აქტივისტების მორალური და ფიზიკური ტერორი, არამედ 30-იანი წლების ბოლშევიკური ტერორის „საუკეთესო“ ტრადიციების გამოცდილებით, ამ ადამიანების ოჯახის წევრების და მეგობრების უბინძურესი მეთოდებით დევნა. სამწუხარო დასკვნის გაკეთება გვიხდება – რეჟიმები იცვლება, სპეცსამსახურები და მათი აგენტურა ისევ ისეთები რჩებიან როგორებიც იყვნენ. მივმართავ ხელისუფლებას! დაუყონებლივ აღკვეთოს ძალოვანების თარეში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოში არ დარჩება არცერთი უმაღლესი სასწავლებელი, რომელიც მხარს არ დაუჭერს ჩვენს სამართლიან ბრძოლას. მხოლოდ ერთი საკითხი რჩება დასაზუსტებელი, საქმე გვაქვს ხელისუფლების მიზანმიმართულ დანაშაულებრივ სისტემურ კამპანიასთან, თუ ეს მხოლოდ ცალკეული ძველი რეჟიმის პერიოდიდან შემორჩენილი ჩინოვნიკების საბოტაჟია. ნებისმიერ შემთხვევაში ხელისუფლების ყველა შტო ვალდებულია დაუყონებლივი რეაგირება მოახდინოს.“ – აცხადებს მეტრეველი.

Comments
Loading...