მეტროდან მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს

თბილისის „მეტროპოლიტენიდან“ მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს.

როგორც „ინფო 9“-ს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის პრესსამსახურში განუცხადეს, აღნიშნულის მიზეზი მეტროსადგურ „სამგორში“ საკონტაქტო რელსზე ძაბვის მიწოდების პრობლემა გახდა.

ტექნიკური ხარვეზის გამო, მეტროსადგურ „სამგორში“, „ისანსა“ და „ვარკეთილში“ მატარებლის მოძრაობა შეჩერებულია.

მეტროსადგურ „ახმეტელიდან“ „300 არაგველამდე“ კი, მოძრაობა ზონურად მიმდინარეობს.

როგორც სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, როდის შეძლებს „მეტროპოლიტენი“ სრულყოფილ მუშაობას ჯერჯერობით, უცნობია.

Comments
Loading...