მეცნიერებმა 3D ფორმატში ქალის იდეალური ცეკვის მოდელი შექმნეს
ნორტუმბრიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა 3D ფორმატში ქალის მოძრაობების ისეთი სქემა შექმნეს, რომელიც ნებისმიერი ჰეტეროსექსუალი მამაკაცის ყურადღებას მიიპყრობს.
უცხოური მედიის ინფორმაციით, მეცნიერებმა 39 გოგონას ცეკვა სპეციალური სკანერით გადაიღეს. ხანგრძლივი დაკვირვებისა და დამუშავების შემდეგ, ყველაზე სექსუალური და ლამაზი მოძრაობები შეკრიბეს და 3D ფორმატში გადაიტანეს.
შედეგად, შეიქმნა ცეკვის ის მოდელი, რომელიც მამაკაცების ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობს.