მეუფე პეტრე ადასტურებს, რომ მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება პირადად პატრიარქმა მიიღო

ამ წუთებში ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე საპატრიარქოს ტელევიზიის შენობაში იმყოფება, რომელსაც ხელმძღვანელობდა.

გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ სინოდის სხდომაზე პატრიარქმა ილია მეორემ მისი საპატრიარქოს ტელევიზიის ხელმძღვანელობიდან გათავისუფლება პირადად მიიღო, მეუფემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“შეძლებისდაგვარად, ყველაფერი გავაკეთე. არ ვიცი ეს გადაწყვეტილება რას უკავშირდება, უწმინდესის გადაწყვეტილებაა, რომ აღარ ვიყო საპატრიარქოს ტელევიზიის ხელმძღვანელი. ვინ იქნება ჩემს ნაცვლად, ჯერ არ ვიცი”, – განაცხადა მეუფემ.

Comments
Loading...