მეუფე პეტრე: საერო სამართლისგან განსხვავებით, საეკლესიო სამართალი მიკერძოებული არ იქნება

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე პეტრე ცაავას განცხადებით, საერთო სამართლისგან განსხვავებით, საეკლესიო სამართალი მიკერძოებული არ იქნება.

როგორც მეუფე პეტრემ სინოდის წმინდა სხდომის დაწყებამდე აღნიშნა, ის მომხრეა, რომ საეკლესიო სამართალმა ყველა დასასჯელი დასაჯოს, მათ შორის თავადაც.

„სინოდის სხდომის საკითხებს ვერ გეტყვით, რადგან წინასწარ უწყება არ ყოფილა. ერთადერთი შემიძლია ვივარაუდო, რომ საერო სამართლისგან განსხვავებით, საეკლესიო სამართალი მიკერძოებული არ იქნება. მომხრე ვარ, რომ საეკლესიო სამართალი ამუშავდეს და დადგეს ყველა დასასჯელის საკითხი. რა თქმა უნდა, ჩემით უნდა დაიწყოს“, – აღნიშნა მეუფე პეტრემ.

რაც შეეხება მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების საქმეზე მთავარი პროკურატურის მიერ გასაჯაროვებულ ჩანაწერებს, მეუფე პეტრეს თქმით, აღნიშნულმა ჩანაწერებმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახა, თუ როგორი არ უნდა იყოს სასულიერო პირი.

„ჩანაწერებმა დაგვანახა, თუ რა არასახარბიელო გარემოცვაა პატრიარქისა და საპატრიარქოს წიაღში“, – განაცხადა მეუფე პეტრემ.

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტის თქმით, ის კვლავ დარწმუნებულია, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე უდანაშაულოა.

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა საპატრიარქოში მიმდინარეობს.

Comments
Loading...