მეუფე პეტრე საპატრიარქმეუფე პეტრე საპატრიარქოს ტელევიზიის დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე ცაავა საპატრიარქოს ტელევიზიის დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ამის შესახებ მეუფე პეტრემ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„გამათავისუფლეს ტელევიზიის დირექტორის თანამდებობიდან. ჩემი რეაქცია ძალიან მშვიდია. მირჩევნია, დავისაჯო სიმართლისთვის, ვიდრე ტყუილით გავმართლდე“, – აღნიშნა მეუფე პეტრემ.

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

Comments
Loading...