მიხეილ სააკაშვილი – არა არ ვაპირებ პენსიაზე გასვლას რუსეთს მივხედავ იმათაც ხომ უნდათ დახმარება
“მე ერთი პროვინციელი ჩინოვნიკი ვიყავი ყოველგვარი უფლებამოსილებების გარეშე. ძალიან არ მინდოდა კიევიდან წამოსვლა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში შეხვედრაზე, რომელსაც ის სისტემატურად ატარებს თავისი პარტიის პრეზენტაციის ფარგლებში.
დამსწრე აუდიტორიიდან ერთ-ერთის კითხვაზე: რას აპირებთ 10-15 წლის შემდეგ, როდესაც უკრაინაში ყველაფერი მოგვარდება და აღარ იქნება კორუფცია, გარიგებები და იმ სახის სირთულეები, რაც დღესაა, პენსიაზე ხომ არ გახვალთ? – მიხეილ სააკაშვილმა უპასუხა:
“არა, არა არ ვაპირებ პენსიაზე გასვლას, რუსეთს მივხედავთ. იმათაც ხომ უნდათ დახმარება, უკრაინას შევუერთებთ, ცივილიზაციას შევიტანთ. სახელს გადავარქმევთ და Новороссиа- სდავარქმევთ, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
წყარო : gnn.ge