მიხეილ სააკაშვილი მისი და შს მინისტრის დაპირისპირების ფაქტს ეხმაურება

„ვწუხვარ, რომ მომიწია პრემიერ-მინისტრისთვის ქურდი მეწოდებინა, მაგრამ კიდევ უფრო ვწუხვარ, რომ ეს სიმართლეა.

ეს არის ჩვენი ვერსია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მომხდარის შესახებ, ჩემი დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ ვიდეო, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადმომცეს. აშკარად ჩანს, რომ პრემიერ-მინისტრი „გასტროლიორს“ მიწოდებს, მისი მინისტრი კი „მისი ქვეყნის“ დატოვებისკენ მომიწოდებს. მე გამოვიყენე სიტყვა ქურდი პრემიერ-მინისტრისა და ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართ და ეს სიტყვები უკან არ მიმაქვს. მე მიყვარს უკრაინა. ჩვენ გავათავისუფლებთ ჩვენს ქვეყანას ქურდებისა და თაღლითებისგან“ – წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

Comments
Loading...