მიხეილ სააკაშვილი – “საქართველოში მე არ დამირბევია მიტინგი”

„მე არამარტო საქართველოში მომხდარი პოლიტიკური პროცესების მონაწილე ვიყავი, არამედ ვარ ლიდერი ყველაზე პოპულარული პოლიტიკური პარტიისა, რომელიც, გამოკითხვების თანახმად, ხვალ რომ არჩევნები ჩატარდეს, პატიოსნად გაიმარჯვებდა და მთავრობას ჩამოაყალიბებდა. ჩემი პრეზიდენტობის პირველ პერიოდში, როცა მასობრივი აქციების დროს თბილისის ქუჩებში წესრიგი დავამყარეთ, მე გადავდექი (მიუხედავად იმისა, რომ მომიტინგეები ამას არ ითხოვდნენ) და ვადამდელ არჩევნებში კვლავ გავიმარჯვე. კიევის მაიდნის დრო ვიქტორ იანუკოვიჩი გაჰყვიროდა, რომ „აი, მიხეილ სააკაშვილმაც ხომ დაარბია მიტინგიო”. მე არ დამირბევია, მხოლოდ ერთხელ მივიღე ზომები (თუმცა, უკრაინისაგან განსხვავებით, საქართველოში არავინ დაღუპულა) და გადავდექი.ვიქტორ იანუკოვიჩსაც რომ ასე გაეკეთებინა, ისტორია სხვაგვარად განვითარდებოდა, თუმცა მეეჭვება, რომ მასაც ჩემსავით ისევ აირჩევდნენ”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

Comments
Loading...