მიხეილ სააკაშვილი: ვსვამ „რუსთავი 2“-ელების და საქართველოს სადღეგრძელოს!
მიხეილ სააკაშვილი „რუსთავი 2“ -ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„სანამ ახალგაზრდა წითელმა ინტელიგენტებმა და ყველა ჯურის კონფორმისტებმა გადაწყვიტეს, რომ „რუსთავი 2“-ის საქმე ისედაც წასული იყო და ამიტომ მთავარი ქართული სახელმწიფოს შემქმნელის ლანძღვა და საკუთარ უუნარობაში დადანაშაულება იყო, პატრიოტთა ჯგუფმა ბოლომდე არ ჩამოუშვა ხელები და შედეგიც დადო.
საბოლოო გამარჯვებაც დარჩებათ მებრძოლ იდეალისტებს!
ვსვამ რუსთავი ორელების და საქართველოს სადღეგრძელოს!“ – წერს სააკაშვილი.
უზენაესმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის 60%-იანი წილი ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა, ხოლო 40% მის კუთვნილ შპს „პანორამას.“
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ, „რუსთავი 2“-ის საქმეზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება 8 მარტამდე დღეს დროებით შეაჩერა.