„მიკროფონში ბოდიში მოგვიხადა და გზაზე გადაიყვანა 10- მდე მეორე კლასელი“ – სოციალურ ქსელში ავტობუსის მძღოლის ისტორია ვრცელდება

სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლის შესახებ ისტორია ვრცელდება:

„ერთი მაგარი კაცი გავიცანი დღეს. ახალი ავტობუსის მძღოლი. სკოლაში მიმავალ, ნახევრად მძინარე ბავშვებს სკოლასთან ახლოს გაუჩერა, გაიხედ-გამოიხედა, მიკროფონში ბოდიში მოგვიხადა და გზაზე გადაიყვანა 10-მდე მეორე კლასელი. ზუსტად ნახევარი წუთი დასჭირდა.

სახეს ვმალავ შეგნებულად, მაგრამ არ მგონია ამ კარგი საქმისთვის საყვედური უთხრან.

კარგო კაცო, გაიხარე“, – წერს „ფეისბუქის“ ერთ-ერთი მომხმარებელი, გიგა მაქარაშვილი.

Comments
Loading...