მინისტრთა კაბინეტის ახალი გადანაწილება ცნობილია
კურიერის ინფორმაციით ახალ მინისტრთა კაბინეტს გიორგი კვირიკაშვილი უხელმძღვანელებს, რომელიც ამ დრომდე საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა. ამ თანამდებობაზე კი კვირიკაშვილის ნაცვლად მისი მოადგილე მიხეილ ჯანელიძე დაინიშნება.
ასევე ფინასთა მინისტრად დაინიშნება დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელიც ეკონომიკის მინისტრი იყო, ხოლო მას ამ პოსტზე შეცვლის გიორგი გახარია ან მამუკა ბახტაძე, რომელიც ამ დრომდე საქართველოს რკინიგზას ხელმძღვანელობს.