მიტროპოლიტი ანდრია დეკანოზ მამალაძის საქმეზე: ნებისმიერი მღვდლისგან მსგავსი ქმედება დაუჯერებელია

გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ მისთვის დაუჯერებელია დეკანოზი გიორგი მამალაძის მხრიდან მაღლი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის განზრახვა. მიტროპოლიტის განცხადებით, მისთვის ნებისმიერი მღვდილის მსგავსი საქციელი დაუჯერებელია.

“ჩვენც ველოდებით ასევე საგამოძიებო ორგანოებიდან პასუხს. მინდა ყველას მოგილოცოთ, რომ სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის მდგომარება ოპერაციის შემდგომ არის კარგი. ვაგრძელებთ ცხოვრებას.

მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით ვერაფერს გიპასუხებთ, როგორც თქვენ ისევე ჩვენც ველოდებით გამოძიებისაგან პასუხებს. ჩემთვის დაუჯერებელია, რომ დეკანოზი აპირებდა მაღლი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობას. ჩემთვის ნებისმიერი მღდლისაგან მსგავსი ქმედება დაუჯერებელია”, – განაცხადა მიტროპოლიტმა.

ipress.ge

Comments
Loading...