ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ გადაწყვიტა მისი დირექტორის თანამდებობიდან გადაყენება:

“მოვიდა დრო, რომ სხვამ უნდა გააკეთოს უფრო მეტი საპატრიარქოს ტელევიზიისთვის. პირადად უწმინდესმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საპატრიარქოს ტელევიზიას უნდა უხელმძღვანელოს ვინმე სხვამ, თუმცა არ ვიცი ჯერ ვინ”.

დღეს, საპატრიარქოში სინოდის საგანგებო სხდომა გაიმართა, სადაც როგორც გაირკვა, ძირითადი განსახილველი თემა იყო მიტროპოლიტ პეტრეს საქმიანობა და მისი საჯარო განცხადებები.