მიტროპოლიტი პეტრე ცაავა – პირველად პატრიარქის მიერ გაჟღერდა, რომ მამა გიორგი თავდებით გამოსულიყო
პირველად პატრიარქის მიერ გაჟღერდა, რომ თავდებით გამოსულიყო მამა გიორგი, უბრალოდ სინოდის წევრებმა სთხოვეს მის უწმინდესობას, რომ უსაფრთხოებიდან გამომდინარე სჯობდა, ის დარჩენილიყო საპყრობილეში, – ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრე (ცაავამ) განაცხადა.
„ის, რომ თითქოს მხოლოდ მეუფე პეტრე იყო განსხვავებულ აზრზე თავდებით გამოშვებაზე, არ შეესაბამება სიმართლეს. პატრიარქის მიერ იქნა ეს მოსაზრება პირველად გაჟღერებული, რომ თავდებით გამოსულიყო მამა გიორგი. მე და პატრიარქი ვიყავით ამ კუთხით ერთ აზრზე, უბრალოდ სინოდის წევრებმა სთხოვეს მის უწმინდესობას, რომ მამა გიორგის უსაფრთხოებიდან გამომდინარე სჯობდა, ის დარჩენილიყო საპყრობილეში და დავლოდებოდით გამოძიების წარმართვას, რასაც საბოლოოდ დავეთანხმეთ“, – განაცხადა მეუფე პეტრემ „რუსთავი 2“-თან სატელეფონო საუბარში.
გუშინ უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ განაცხადა, რომ საპატრიარქოში ყველა, მეუფე პეტრე ცაავას გარდა, თანხმდებოდა ერთ აზრზე, რომ საქმეში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე, მისივე უსაფრთოებიდან გამომდინარე, თავდებით არ უნდა გათავისუფლებულიყო.