“მივესალმებით თბილისის, სოხუმის და ცხინვალის მიერ გადადგმულ ამ ნაბიჯს”

ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლი, პატიმართა გათავისუფლების საკითხზე, განცხადებას ავრცელებს.

“მივესალმებით თბილისის, სოხუმის და ცხინვალის მიერ გადადგმულ ამ ნაბიჯს. პატიმრების/დაკავებულების განთავისუფლება აჩვენებს მხარეების სურვილს მეტი იმუშაონ 1990 და 2000 წლების კონფლიქტების შემდეგ არსებული რთული საკითხების გადასაჭრელად. მხარს ვუჭერთ ასეთი ტიპის მოქმედებებს და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, განაგრძონ ამ კონსტრუქციულ გარემოში თანამშრომლობა და სხვა ამგვარისაკითხებისკენ მიმართონ ყურადღება”, – ნათქვამია ელჩის განცხადებაში.

ენგურის ხიდთან, გამყოფ ხაზზე ქართულ, აფხაზურ და ოსურ მხარეებს შორის სამშვიდობო პროცესის ფარგლებში პატიმრები გაათავისუფლეს.

“ქართული მხარის მიერ გათავისუფლებული პირები არიან: გიგო ვილგენის ძე ვალიშვილი, გიორგი ვალერის ძე ზასეევი, იოსებ ადიკოს ძე კოჩიევი და ბორის ზურაბის ძე ტურაშვილი. სანაცვლოდ, კი აფხაზურ და ოსურ მხარეებთან მიღწეული შეთანხმებით, აფხაზურმა მხარემ გაათავისუფლა: ჯღარკავა ომარი, ოყუჯავა ჯემიკო, რურუა მალხაზ, თორაძე ზურაბ, ხუხუა შალვა, ცაგურია ელდარი, შონია მანუჩარ, შედანია-ასეევა დიანა და გერლიანი კობა; ხოლო ოსურმა მხარემ გაათავისუფლა: მიდელაშვილი ჯემალ, ილურიძე გელა, გრიგალაშვილი თეიმურაზ და ფუხაევი იგორ”,- ნათქვამია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციაში.

მისივე თანახმად, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმების თანახმად, ქართულ მხარეს აფხაზეთისა და ცხინვალის ტერიტორიაზე ბოლო 6-7 წლის განმავლობაში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს 14 მოქალაქე გადმოეცა. მათ სანაცვლოდ კი, ქართულმა მხარემ, ოსეთს 4 გათავისუფლებული პირი გადასაცა.

Comments
Loading...