მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის და მიმართვას ავრცელებს
„მე როგორც მაგდას და, ვდებ ამ სიტყვებს, რომ განადგურებული ვართ ჩვენი ოჯახი და გვარი ამ ტრაგედიით. ყველას, ვინც ჩემი დის ბავშვობაზე უარყოფით ინფორმაციას ავრცელებს (მივმართავ ბაღელებს და კლასელებს ) მე და ჩემი და გაზრდილები ვართ იდეალურ ოჯახში,მამა დაგვეღუპა ტრაგიკულად და რასაც მამაზე ავრცელებთ ყველას გთხოვთ თავი შეიკავოთ ტყუილი და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან.
მამა ამირამ (გალა)პაპიძე იყო თავგადაკლული მამა, დედა კი ლია შამუგია არის იდეალუი დედა. მე,როგორც მაგდას უფროსი და ვარ განადგურებული ხალხო და ჩემი და იყო იდეალური დედა და ცოლი.
ვინც იცნობს ჩემს ოჯახს ყველამ იცოდა მაგდა როგორი კარგი დედა და მეუღლე იყო. ჩემი დისშვილი, ჩემი თოკო …ჩემი სიძე ომარი გონებიდან არ გამომდის მათი თბილი დამოკიდებულება ბოლოს ერთად რომ ვნახე სამივე ….მე და ჩემი გვარი…ოჯახი ….ყველანი ვართ ცოცხალი, მოსიარულე მკვდრები. გთხოვთ აქ ნუ დაწერთ კომენტარებს“,