მმართველმა გუნდმა გარდაბნის გამგებლობის კანდიდატად ყოფილი ფეხბურთელი, გოჩა ჯამარაული, წარადგინა
ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ გარდაბნის მუნიციპალიტეტში გარდაბნის გამგებლობის კანდიდატად გოჩა ჯამარაული წარადგინა.
საოლქო ორგანიზაციების კონფერენცია კახა კალაძემ და ირაკლი კობახიძემ გახსნეს.
ჯამარაული წლების განმავლობაში საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებში თამაშობდა. სპორტიდან წასვლის შემდეგ კი ბიზნესში გააგრძელა საქმიანობა.
ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო ქვეყნის მასშტაბით საოლქო კონფერენციების ჩატარებას განაგრძობს.