მომხდარზე პასუხისმგებლობა ივანიშვილს აკისრია – ნათელაშვილი გვარამიას ცემის ფაქტზე

მომხდარზე პასუხისმგებლობა ივანიშვილს აკისრია – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა, ტელეკომპანია რუსთავი2-ის დირექტორის ნიკა გვარამიას ცემის ფაქტზე კომენტირებისას განაცხადა.

“მომხდარზე პერსონალური პასუხისმგებლობა აკისრია რეჟიმის მეთაურ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც წლებია პირადად აღვივებს სიძულვილს არა მარტო პოლიტიკური მოწინააღმდეგეების მიმართ, არამედ მისთვის მიუღებელი ტელევიზიების, ჟურნალისტების თუ ტელეკომპანიათა მენეჯერების მისამართით. იმავდროულად, რეჟიმს აწყობს თავად სამოქალაქო დაპირისპირება, ურთიერთანგარისწორებაე ადამიანებისგადაცვლა, რათა არსებული უმძიმესი კრიზისი გადაფაროს”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

7 იანვარს, ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას ერთ-ერთ რესტორანში თავს დაესხნენ. განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე ლევან გაჩეჩილაძის შვილი, რატი გაჩეჩილაძე დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სისტემატურ ცემას ან სხვაგვარ ძალადობას ითვალისწინებს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია. აღნიშნული ქმედება ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

Comments
Loading...