მოქალაქეებს, რომლებსაც სურვილი აქვთ, პატრიარქს აეროპორტში დახვდნენ, თბილისის მერია ავტობუსებით უფასოდ მოემსახურება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით, თბილისის მერია აეროპორტის მიმართულებით მრევლის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

როგორც თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მრევლს Man-ის ოთხი ავტობუსი მოემსახურება.

ავტობუსები 15:30 საათზე „ვარდების მოედანზე“ გაჩერდებიან და 15:00 საათზე მსურველებს აეროპორტის მიმართულებით უფასოდ გადაიყვანენ.

 

ipn.ge

Comments
Loading...