მოქალაქემ “სითი პარკს” სასამართლო დავა მოუგო

მოქალაქე გიგი ტუღუშმა კომპანია “სითი პარკს” სასამართლო დავა მოუგო.

როგორც გიორგი ტუღუშმა  „იმედს“ განუცხადა, მას უცნობმა პირმა ამანათი მიუტანა, თუმცა, არ განუმარტეს, ვინ იყო გამომგზავნი, მოგვიანებით კი ანგარიშები დაუყადაღეს.

„ჩვეულებრივად ჩაცმული პიროვნება მოვიდა, არანაირი ნიშნები არ ჰქონდა იმის, რომ ან კურიერი იყო, ან ფოსტალიონი, ან „სითი პარკიდან“ და ცდილობდა, ეს ამანათი ჩემთვის ხელში შემოეჩეჩებინა, რომ მოვთხოვე პირადობა ეჩვენებინა, ან ეთქვა საიდან იყო, უარი განაცხადა  და გაიქცა“.- განაცხადა ტუღუშმა.

გიგი ტუღუშის ადვოკატის თქმით, დარღვეული იყო ჯარიმის ჩაბარების წესი და სასამართლოში სწორედ ეს გაასაჩივრეს.

“სითი პარკი” გიორგი  ტუღუშს 61 ჯარიმასა და ჯარიმაზე დამატებულ საურავს, ჯამში, 11 400 ლარის ედავებოდა.

Comments
Loading...