მოსალოდნელი სტიქიის გამო, დარიალის ხეობაში საავტომობილო მოძრაობა იზღუდება

მოსალოდნელი უხვი ნალექის და სტიქიის საფრთხის გამო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დარიალის ხეობაში, საგზაო მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება.

„გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 4–7 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია მნიშვნელოვანი რაოდენობის ნალექი, რამაც მეწყერული და ღვარცოფული პროცესები შეიძლება განაპირობოს.

აღნიშნული პროგნოზის გათვალისწინებით, შესაძლო რისკების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება დარიალის ხეობაში, საგზაო მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით. მოძრაობა აღდგება მას შემდეგ, რაც შესაბამისი კომპეტენციის უწყებები მეტეოროლოგიური და გეოლოგიური თვალსაზრისით გამორიცხავენ აღნიშნული რისკების დადგომის შესაძლებლობას“, – აცხადებენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

Comments
Loading...