მოსკოვი აფხაზებისთვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით გაცემაზე მუშაობს

მოსკოვი სოხუმის მარიონეტულ რეჟიმთან აფხაზებისთვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით გაცემაზე იმსჯელებს.
როგორც “რია ნოვოსტი” იტყობინება, შესაბამის საკითხს დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აფხაზ “კოლეგასთან” ვიაჩესლავ ჩირიკბასთან მოსკოვში დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავს.
ჩირიკბას ცნობით, მოლაპარაკებების დროს იგეგმება მსჯელობა ჟენევის დისკუსიების მსვლელობაზე, ე.წ. რუსულ-აფხაზური საზღვრის გადაკვეთის კომფორტული რეჟიმის შექმნასა და სხვა საკითხებზე.

Comments
Loading...