„მოტივი უცნობია“ – მიუნჰენის ტერაქტის დროს ცხრა ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 16 დაშავდა (ვიდეო)


გერმანიის ქალაქ მიუნჰენში მომხდარი სროლის შედეგად, ბოლო მონაცემებით, ცხრა ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 16 დაშავდა.

პოლიციამ ქალაქში განსაკუთრებული მდგომარეობა გამოაცხადა, მას შემდეგ, რაც ტერაქტის ადგილას გარდაცვლილი მამაკაცის გვამი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა, რომლის მოტივიც ჯერჯერობით უცნობია.

„ვიპოვეთ მამაკაცის გვამი, რომელმაც თავი მოიკლა. ვვარაუდობთ, რომ ის ერთადერთი თავდამსხმელია“, – განაცხადეს მიუნჰენის პოლიციის დეპარტამენტში.

პოლიციის ინფორმაციით, 18 წლის თავდამსხმელი ირანული წარმოშობის გერმანელია, რომელიც ქვეყანაში ბოლო ორი წლის განმავლობაშინ ცხოვრობდა.

ოლიმპიური სავაჭრო ცენტრისა და „მაკდონალდსის“ რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიარაღებული მამაკაცი გუშინ შეიჭრა.

პოლიცია თავდაპირველად, სპეცოპერაციას სამი ეჭვმიტანილის დასაკავებლად ატარებდა, თუმცა შემთხვევის ადგილას მხოლოდ ერთი მამაკაცის გვამი აღმოაჩინეს.

მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია გუშინვე მიანიჭეს.

Comments
Loading...