მსახიობ ირაკლი რამიშვილის წინასასამართლო სხდომა დღეს განახლდება

მსახიობ ირაკლი რამიშვილის წინასასამართლო სხდომა ერთ საათში უნდა განახლდეს. სავარაუდოდ, დღესვე უნდა გახდეს ცნობილი შეძლებს თუ არა ბრალდებულის ადვოკატი, ირმა ჭკადუა პროცესზე დასწრებას.

წინა სხდომაზე მოსამართლის მიერ მისი დარბაზიდან გაძევების გადაწყვეტილება ირმა ჭკადუამ სააპელაციოში გაასაჩივრა. არ არის გამორიცხული, დაცვის მხარემ მოსამართლე მრელაშვილის აცილება კიდევ ერთხელ მოითხოვოს.

რამიშვილს ნარკოტიკის შენახვაში ადანაშაულებენ. ბრალდებული აცხადებს, რომ ე.წ. ბიო მას პოლიციამ ჩაუდო.

Comments
Loading...