მსოფლიოს კრიმინალური სამყარო ჯიჰადისტების წინააღმდეგ კოალიციას შექმნის
“არ არსებობდა იმაზე წარმატებული თანამშრომლობა თეთრ სახლსა და “კოზა ნოსტრას” შორის, როგორიც ომის დროს იყო”.
პრეზიდენტ თეოდორ რუზველტის მემუარებიდან
13 ნოემბრის ტერაქტების შემდეგ საფ¬რანგეთს თითქოს არაფერი გააკვირვებდა, თუმცა 21 ნოემბერს პარიზის ერთ-ერთ კაფეში დატრიალებულმა მოვლენებმა ყოვე¬ლგვარ მოლოდინს გადააჭარბა. იმ საღამოს სამი საერთაშორისო ძებნილი, კოლ¬უმბიური მაფიის წევრი (ჩრდ. კოლუმბიის ნარკოკარტელი) კაფეში ფრანგულ ფუნთუშ¬ებს შეექცეოდა და თავს მუსაიფით ირთობდა. მოულოდნელად დარბაზში ორი შეიარაღებული პირი შეიჭრა და “ალაჰ აკბარის” შეძახილით ცეცხლი გახსნა. იმ დროს კაფეში ოცამდე კაცი იმყოფებოდა. კოლუმბიელებმა “დაუპატიჟებელი სტუმრები” იქვე დახოცეს. შემთხვევის ადგილზე მისული პოლიცია საგონებელში ჩავარდა. ერთი მხრივ ხელთ ჰყავდა წლობით ძებნილი მაფიოზები, მეორე მხრივ კი, ის ადამიანები, რომლებმაც ოცი კაცი სიკვდილს გადაარჩინეს.
მაფიის წევრები პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს და ალბათ, კოლუმბიის მთავრობას გადასცემენ… თუმცა, მაფიის პირველ¬ შეხვედრას “ისლამურ სახელმწიფო¬სთან”, მალე გაგრძელება მოჰყვა, ამჯერად ნიუ-იორკში…
23 ნოემბერს, ერთ-ერთი ტელე¬არხით, ამერიკული მაფიის თავკაცის¬ შვილმა, ჯოვანი გამბინომ “ისლამურ სახე¬ლმწიფოს” შეახსენა, ნიუ-იორკში სიცილიიდან ჩამოს¬ულებს მაფია იცავსო. “სამყარო სავსეა ხიფ¬ათით, მაგრამ სიცილიური წარმოშობის მცხოვრებთ შეუძლიათ, მშვიდად და უსაფრთხოდ იგრძნონ თავი. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ჩვენი მეგობრები და ნათესავები დაცულები იყვნენ ექსტრემისტებისა და ტერორისტებისგან, ისეთი ფსიქოპათებისგან, რომლებიც თავს “ისლამურ სახელმწიფოს” უწოდებენ”.
გამბინოს ოჯახი იმ ხუთეულშია, რომე¬ლიც ნიუ-იორკის კრიმინალურ სამყაროს აკონტროლებს. “გამბინოს კლანი”¬ 2 500 წევრისგან შედგება. მას გასული საუკუნის¬ 20-იან წლებში საფუძველი ჩაუყარა განგსტ¬ერმა¬ კარლო გამბინომ.
აღსანიშნავია, რომ კრიმინალური სამ¬ყ¬ა¬რო ხალხისა და სახელმწიფოს ინტერეს¬ების სადარაჯოზე ადრეც აღმოჩენილა.
გასული საუკუნის 20-იანი წლების ოდ¬ეს¬ისთვის მიშკა იაპონჩიკი (მოშე ვინიცკი)¬ ცოცხალი ლეგენდა იყო. ოდესელი ბანდიტ¬ების გენერალზე არაერთი რომანი და ფილმის სცენარი დაიწერა (ოპერეტაც კი).
1919 წელს ოდესას და საბჭოთა ხელისუფლებას, რომელსაც მიშკა¬ ოდესელი¬ რატომღაც ხალხის ხელისუფლებად მიიჩნევდა, დენიკინის არმიის რისხვა¬ დაატყდა, კრიმინალური სამყაროს პირველი “მეფე”(ქურდულ სამყაროში მას პირველ “კანონიერ ქურდად” მიიჩნევენ) ომში თავისი ბანდით (2500 კაცი) წავიდა, რომელსაც თავადვე დაარქვა “54-ე საბჭოთა პოლკი”. მთელმა ქალაქმა გააცილა,¬ თუმცა, იაპონჩიკი ოდესას აღარ უნახავს – რკინიგზის სადგურზე მოკლეს…
ცნობილია, რომ 1941-1945 წლე¬ბის”ომში ფრონტზე თავისი სურვილით ათეულობით “კანონიერი ქურდი” თუ კრიმინალური ავტ¬ორიტეტი წავიდა. ერთ-ერთი საბჭოთა კავშ¬ირის გმირიც კი გახდა, რაც მაშინ ქურდული სამყაროსთვის წარმოუდგენელი იყო…
მეორე მსოფლიო ომის დროს აშშ-საც¬ დას¬ჭირდა თავისი “ბოროტი შვილების”¬ დახმარება. 1942 წელს ნიუ-იორკის პორ¬ტებში¬ გახშირებული საბოტაჟის გამო აშშ დროულად ვერ უზრუნველყოფდა მოკავშირეების დახმარებას. ამასთან, გერმანელები ხშირად ძირავდნენ სატვირთო გემებს, რაც იმაზე მეტყველებდა, რომ ნიუ-ი¬ორკის¬ პორტებში გერმანელი ჯაშუშ-დივერსანტ¬ები მრავლად იყვნენ. გარდა ამისა, საფრთხის წინაშე იდგა ამერიკული ნაწილების გადასროლა იტალიაში… სწორედ ამ დროს, აშშ-ის ინტერესების დამცველი ნომერ პირველ შიდა მტრად აღიარებული მაფია აღმოჩნდა.¬ 1943 წლის 5 იანვარს სინგ-სინგის ციხეში ერთ პატიმარსა და სახელმწიფო მოხელეებს შორის შეხვედრა შედგა… ეს პატიმარი კი ამერიკული მაფიის – “კოზა ნოსტრას” შემქმნელი ჩარლზ ლუჩანო, იგივე ლაკი ლუჩანო იყო.
ბავშვობაში სიცილიიდან ამერიკაში გადასახლებული სალვატორე ლუკანია მალე ჩარლზ ლუჩანო გახდა (ამბობდა, უფრო ამერიკულად ჟღერსო). ერთხელ ყელიც გამოსჭრეს, მაგრამ გადარჩა. ამის შემდეგ ლაკი ლუჩანო, ანუ იღბლიანი ლუჩანო უწოდეს… მანვე დააარსა “მკვლელების კორპორაცია” – რაზმი, რომელიც მაფიის შეკვეთებზე¬ მუშაობდა…1936 წელს, როცა დააკავეს, ამერ¬იკული მაფიის სახელი უკვე ევროპაშიც იცოდნენ…
“კოზა ნოსტრა” დაეხმარა აშშ-ის თავდა¬ცვის უწყებას, დანიშნულების ადგილზე უდანაკარგოდ გადაესვა¬ საჯარისო¬ დანაყო¬ფები.
კრიმინალური სამყარო გულგრილი¬ არც აფხაზეთის ომის მიმართ დარ¬ჩე¬ნილა. 1993 წლის ზამთარში რუს¬ეთში მცხოვრებმა ქართველმა¬ “კანონიერმა ქურდებმა” ქართული ჯარისთვის იარაღისა და სხვა საჭიროების შესაძენად ორი მილიონი დოლარი საქართველოში გამოგზავნეს…
1995 წელს იაპონიის ქალაქ კობას საშინელი მიწისძვრა დაატყდა თავს, უამრავი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. დაზარალებულებს პირველმა დახმარების ხელი კრიმინალურმა¬ “იაკუძამ” გაუწოდა. მოსახლეობისთვის პირველადი დახმარების ნივთების შესაძენად 12 მილიონი დოლარი დახარჯა, გარდა ამისა, უზრუნველყო სტიქიის რაიონში მოხალისეთა¬ რაზმების პატრულირება, რათა მოსახლეობა მაროდიორობისა და სხვა დანაშაულისგან დაეცვა.
“იაკუძას” კეთილი საქმეები 2011 წლის 11 მარტს იაპონიაში მომხდარი მიწისძვრის შემდეგაც დიდხანს იყო მითქმა-მოთქმის საგანი. ორგანიზებულობით და მკაცრი დისციპლინით მან სახელმწიფო სამაშველო სამსახურებსაც კი აჯობა. პირველი ჩადიოდა დაზარალებულ რეგიონებში, 300 000 დაზ¬არალებულისთვის ჰუმანიტარული ტვირთიც ჩაიტანა საკუთარი შვეულმფრენებით, სკუტერებით, ნავებით და დიდი სატვირთო¬ მანქანებით. მხოლოდ 11 მარტს 70 სატვირთო მანქანის კოლონა ჩავიდა სტიქიური უბედურების ზონაში და 500 000 დოლარის¬ ჰუმანიტარული ტვირთი ჩაიტანა. სამაშველო სამუშაოებში ჩართული იყო “იაკუძას”¬ 30 000 წევრი…
“ისლამურმა სახელმწიფომ” 60 მტრულად¬ განწყობილი ქვეყნის სია გამოაქვეყნა და მუქარაც არ დაიშურა…
შექმნის თუ არა მსოფლიო კრიმინალუ¬რი სამყარო კოალიციას ჯიჰადისტების წინააღმდეგ, ამას დრო გვიჩვენებს…
ქურდული სამყარო, რომელიც ტერორიზმს არ ცნობდა, 2015 წლის აპრილში “ისლამურ სახელმწიფოსთან” თანამშრომლობაში ამხილეს. ეს მაშინ მოხდა, როცა სლავი “კანონიერი ქურდები” – ოლეგ პიროგოვი (“ცირკაჩი”) და ვიქტორ ჟარნოვი (“ცეზარი”) ერაყის ქურთისტანში დააკავეს, ქალაქ ირბილის ციხეში ჩასვეს და ბრალად “ისლამურ სახელმწიფოსთან” თანამშრომლობა წაუყენეს.
პიროგოვს თურქეთში “კანონიერი ქურდის” მკვლელობისთვის ეძებ¬დნენ¬. ციხისთვის თავის ასარიდებ-ლად გადაწყვიტა, თურქეთი დაეტოვებინა. დახმარებას¬ “ცეზარი” და რამდენიმე ქურთი დაჰპირდნენ…¬ ერაყულ მართლმსაჯულებას ამაოდ უხსნიდნენ ადვოკატები – ისინი ტერორ¬ისტები კი არა, “კანონიერი ქურდ¬ები” არიანო, მაგრამ რადგან ერაყის სასამართლო სიტუაციაში ვერ გაერკვა, დაკავებულებს დიდხანს მოუხდათ ციხეში ყურყუტი; თუმცა,¬ ამჯერად სახელმწიფო დადგა ქურდული სამყაროს ინტერ¬ესების სადარაჯოზე და ერაყელები დაარწმუნა, პატიმრებს “ისლამურ სახელმწიფოსთან” კავშირი არა აქვთ, სექტის წევრები არიან და თავს ქურდებს უწოდებენო. მოსამართლე დიდხანს იტეხდა¬ თავს – ნეტავ რომელ რელიგიურ სექტას მიაკუთვნებენ თავს ქურდებიო… ბოლოს, საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთისთვის სოლიდური ჯარიმის საფასურად, ციხიდან გაათავისუფლა…
ვრცელდებოდა ინფორმაცია, ეთნიკურად ქურთი “კანონიერი ქურდები” სირ¬იაში ქურთ თანამოძმეებს კობანის დაცვაში იარა¬ღით და ფულით ეხმარებიანო. თავის დროზე “კანონიერ ქურდ” ზაქარია (შაქრო)¬ კალაშოვს თურქული მედია ბრალს სდებდა – თურქეთში მეამბოხე ქურთებს იარაღის შეძენაში ეხმარებაო…