მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქვეყნების რეიტინგში საქართველო 108-ე ადგილზეა

ჟურნალმა Global Finance-მა ქვეყნების სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე, მთლიანი შიდა პროდუქტის (ნომინალი) მიხედვით გამოითვალა. აღნიშნული რეიტინგიდან, ხუთ ქვეყანას გამდიდრებაში კარგად განვითარებული ფინანსური სექტორი და დაბალი გადასახადები ეხმარება, რომელიც ქვეყანაში კაპიტალს იზიდავს.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ სიაში მოხვედრილ ყველა ქვეყანას აერთიანებთ მოსახლების სიმცირე.

მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქვეყნების სია შემდეგია:

1. კატარი (მშპ $129 512)
2. ლუქსემბურგი (მშპ-ს $100 991)
3. მაკაო (მშპ $87 845 )
4. სინგაპური (მშპ $86 854 )
5. ბრუნეი (მშპ $77 662 )
6. ქუვეითი (მშპ $70 587 )
7. ირლანდია (მშპ $69 374 )
8. ნორვეგია (მშპ $69 031)
9. არაბთა გაერთიანებული საემიროები (მშპ $67 947)
10. სან-მარინო (მშპ $64 465)

ყველაზე ღარიბ ქვეყნებად ბურუნდი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა და ცენტრალური აფრიკული რესპუბლიკა დასახელდა.

საქართველო აღნიშნულ რეიტინგში 189 ქვეყნიდან, 108-ე ადგილზეა – მშპ $10,099 შემოსავლით.

რაც შეეხება ჩვენს მეზობლებს, რეიტინგში აზერბაიჯანი 71-ე ადგილს იკავებს, თურქეთი 63-ს, რუსეთი 52-ს, ხოლო სომხეთი კი 114-ე ადგილზეა.

infonews.ge

Comments
Loading...