მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანის 10 საქმიანი რჩევა
ნომერ პირველი მილიარდელი, მექსიკელი მაგნატი კარლოს სლიმ ელუ, რომელიც 2012 წლის მონაცემებით 68.5 მილიარდ დოლარს ფლობს, ცნობილია იმითაც რომ არ ჰყავს საკთარი ვერტმფრენი და საკუთარ თავს კვირაში 24 000 დოლარზე მეტის დახარჯვის უფლებას არ აძლევს. ეს მისი 10 რჩევაა:
1. როცა გადაწყვეტ რამე გააკეთო, გაკეთე სწრაფად.
2. არ მადარდებს ჩემი რეპუტაცია. ის, ვინც სხვების შეხედულებების მიხედვით ცხოვრობს, მკვდარია. ნუ დახარჯავ ცხოვრებას იმაზე ფიქრში, თუ რას იფიქრებენ შენზე.
3. იცხოვრე აწმყოთი, ნუ აქცევ წარსულს ბარიერად და მომავალს სტიმულად. ყველა თავად ჭედავს საკუთარ ბედს.
4. ტექნოლოგიები ადამიანების ცხოვრებას ცვლიან. დიდ დროს ვხარჯავ უახლესი ტექნოლოგიების გაცნობაზე. უნდა ვიცოდე რა ხდება მსოფლიოში და როგორ მოვერგო მას.
5. ბიზნესი ჩემპიონატი არ არის, კონკურენტების ჩამოცილებაზე კი არა საკუთარი კომპეტენტურობის გაზრდაზე უნდა იფიქრო.
6. არ აჰყვე ბრბოს და ბაზარს! ,,როცა კრიზისი იწყება სხვები გაქცევაზე ფიქრობენ, ჩვენ შესვლაზე.”
7. სიმდიდრემ უნდა მოიტანოს მეტი სიმდიდრე. აი, სწორედ ამიტომ საჭიროა მოგებული ფულის ინვესტირება და ასიგნება.
8. ვფიქრობ, რომ გაჭირვება ზრდისთვის ძალიან ხელსაყრელი პირობაა.
9. კომპრომისი და პასუხისმგებლობა – აი, წარმატებული ბიზნესისთვის ორი აუცილებელი რამ.
10. ჩემი უმთავრესი მიზანი ფული სულაც არ არის. მინდა წარმატებული კომპანიები შევქმნა კარგად შეკრული კოლექტივით და ახალი ტერიტორიები დავიპყრო.