მთავარ ბარიერად ევროპული ინტეგრაციის გზაზე, გარე – რუსეთის ბარიერის გარდა, ჩამოყალიბდა საქართველოს მთავრობა
– ეს განცხადება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საერთაშორისო მდივანმა გიგა ბოკერიამ გააკეთა. ბოკერია სე გამოხემაურე ევროკომისიაში გმაართულ ხმაურიან დებატებს სადაც ევროკომისიის წევრებმა საქართველოში არსებული ვითარება განიხილეს და ხელისუფლების მისამართით შენიშვნები გამოთქვეს.
“მთავარ ბარიერად ევროპული ინტეგრაციის გზაზე, გარე – რუსეთის ბარიერის გარდა, ჩამოყალიბდა საქართველოს მთავრობა. დისკურსია გამომსვლელებს თუ მოვუსმენთ, თუ ჩვენი მთავრობა კიდევ ერთხელ მაინც ჩაიდენს იმ მასშტაბის მავნებლობას აი რაც რუსთავი2-ის ხელში ჩაგდების მცდელობა იყო ეს შეიძლება საბედისწეროც კი იყოს ამ ეტაპზე. ეს დისკუსია მნიშვნელოვანი იყო რომ აქ სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები იყვნენ. საერთო გზავნილი არის იგივე ისინი მხარს უჭერენ საქართველოს უნდათ საქართველოს წარმატება მაგრამ ხედავენ ძალიან სერიოზულ პრობლემებს იმ ნაბიჯებში რომელსაც დგამს ივანიშვილის რეჟიმი,”- განაცხადა გიგა ბოკერიამ.