მთავარი პროკურორის მრჩევლის დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს პროკურატურის გენერალური ინსპექცია

მთავარი პროკურორის მრჩევლის დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს პროკურატურის გენ ინსპექცია. უწეყბის ინფორმაციით, გიორგი ინწკირველი 22 დეკემბერს ბრალდებულის სტატუსით დააკავეს.

განცხადების თანახმად, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბრალდებული ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მოქალაქეს, რის შემდეგაც ინციდენტის ადგილზე მისულ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს მოთხოვნაზე – დაეცვა საზოგადოებრივი წესრიგი არ დაემორჩილა და ძალადობის გამოყენებით გაუწია წინააღმდეგობა.

გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს და მთავარი პროკურორის მრჩეველს 4-დან 6 წლამდე ვადით თავისულფების აღკვეთა ემუქრება.

Comments
Loading...