“მთავრობა ჩვეულ რიტმში მუშაობს,” – მინისტრი დავით ბაქრაძე

“მთავრობა ჩვეულ რიტმში მუშაობს,”- ეს განცხადება რამდენიმე წუთის წინ ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ გააკეთა. მისი ინფორმაციით, საკადრო ცვლილებები არ არის დაგეგმილი.

ამასთან მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ ის თავის სამუშაო კაბინეტში მივიდა და პრემიერთან კონსულტაციები არ არის დანიშნული.

შეგახსენებთ, რომ პირველი რადიოს ინფორმაციით ირაკლი ღარიბაშვილი დღეს თანამდებობას დატოვებს. მათი ინფორმაციით გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და საგანგებო განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში დღის განმავლობაში გაკეთდება.

Comments
Loading...