მთავრობა ძირს უთხრის საქართველოს პროდასავლურ კურსს
“მთავრობა ძირს უთხრის საქართველოს პროდასავლურ კურსს,” – ასე შეაფასა საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკა დეპუტატმა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა გიორგი კანდელაკმა. კანდელაკმა მთავრობას მიმართა და მოუწოდა იყვნენ უფრო აქტიურები. “ხიდაშელი რომელიმე კონფერენციაზე სიტყვით გამოვა თუ არ გამოვა ასე მაპის მონიჭება და გაწევრიანების საკითხი არ წყდება. მთავრობის მეთაური არის პრემიერ-მინისტრი და საერთოს ვერ ვხედავთ მის აქტიურობას. არ გვინახავს მისი ვიზიტები, არც ლობისტური კამპანია ვარშავის სამიტთან დაკავშირებით. მეტიც ქვეყნის შიგნით ვხედავთ მთავრობის ღია ალიანსს პრორუსულ ძალებთან, ღიად პრორუსული მედიასაშუალებების ბიუჯეტიდან დაფინანსებას რეალურად ძირს უთხრის საქართველოს პროდასავლურ კურსს,”- განაცხადა გიორგი კანდელაკმა. საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკა გააკრიტიკა დეპუტატმა დავით დარჩიაშვილმაც. მისი განცხადებით ხელისუფლების საგარეო პოლტიკა აქტიური და შემაწუხებელიც კი უნდა იყოს.