საქართველოს მთავრობის წევრები მზის ელექტროსადგურის აშენების საკითხზე მთავრობის სხდომაზე მსჯელობენ.
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის გზაზე მზის ელექტროსადგურის აშენება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.
“დღეს ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ვღებულობთ. ეს არის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გამოსატანი საკითხი მზის ელექტროსადგურებისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის დაწყებაზე. ინვესტორი 18 თვის განმავლობაში მოახდენს რვა სხვადასხვა ლოკაციის შესწავლას და მივიღებთ გადაწყვეტილებას მშენებელობის დაწყებაზე. ეს იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის გზაზე, რომლისკენაც ეტაპობრივად და მიზანმიმართულად მივდივართ. ასევე მოგეხსენებათ, სულ ცოტა ხნის წინ ქარელის რაიონში საქართველოში პირველი ქარის ელექტროსადგური გაიხსნა და ეს მართლაც უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იყო ალტერნატიული ენერგიების ათვისების მიმართულებით და საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცებისთვის”,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.