მთელი საქართველო მათ ხელებს ლოცავს, ვინც ბოკერია და სხვები გალახა – ომარ ნიშნიანიძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ომარ ნიშნიანიძის განცხადებით, მთელი საქართველო მათ ხელებს ლოცავს, ვინც ბოკერია და სხვები გალახა. ნიშნიანიძე ამბობს, რომ პირველ რიგში იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, ვინც 2012 წელს კარალეთის ინციდენტში მონაწილეობდა და ეს ადამიანები სათანადოდ უნდა დაისაჯონ.

“ცხრა წლის განმავლობაში გვცემდნენ და რატომ გიკვირთ, რომ ახლა ხელი შევუბრუნოთ მათ? დროზე უნდა გალახულიყვნენ, თავის დროზე უნდა დასჯილიყვნენ და დღეს ეს არ მოხდებოდა. მოდი, ჯერ დავსაჯოთ ისინი, ვინც 2012 წელს თავები დაგვიხეთქეს ქვებით კარალეთში. თუ ერთი ადგილი ჰქონდათ, ის ხალხი დაესაჯათ. მერე დააყენონ იმის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ეს ბიჭები გააგზავნა სამეგრელოში და მერე კი ბატონო, ამ ბიჭებსაც ვუთხრათ, თუ გინდა ყური ავუწიოთ, მე ვიტყოდი – დავარიგოთ, რომ არჩევნების დღეს და არჩევნების პერიოდში არ შეიძლება მათი ცემა, თორე ისე საცემები არიან. მათ რომ სირცხვილი ჰქონდეთ, ნამუსი ჰქონდეთ, შუბლზე ძარღვი ჰქონდეთ, საერთოდ არ უნდა ჩნდებოდნენ ხალხში. რეაგირება იქნება, არ დაახანებს, მაგრამ ჩვენ ვერ ვიქნებით თავის მართლების რეჟიმში. “ქართული ოცნება” არ უნდა იყოს შეშინებული. მთელი საქართველო მათ ხელებს ლოცავს, ვინც ბოკერია და სხვები გალახა. ჩვენ ვის ვსჯით, მათ ვსჯით? არ იქნება ეს სწორი. მე არ ვამბობ, რომ გინდა თუ არა ამ ფაქტს მივესალმები. რა თქმა უნდა, არ უნდა მოხდეს, მითუმეტეს საარჩევნო პერიოდში, მაგრამ დასასჯელი ისინი იყვნენ. თავის დროზე რომ სამართლიანობა აღმდგარიყო, მაშინ დღეს ეს ნაკლებად მოხდებოდა”, – განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.

Comments
Loading...