მცირერწლოვანთა პროსტიტუცია – „განაწყენებული“ ქართველი მამაკაცები

მცირეწლოვანი გოგონების პროსტიტუცია, კლუბის თურქი მფლობელები, „განაწყენებული“ ქართველი მამაკაცები, ქვეყნის რეალური სახე და გაბრაზებული ანიტა რაჭველი:„კლავენ ხალხს დღისით, მზისით და უმიზეზოდ! “- წერს ცნობილი საოპერო მომღერალი სოციალურ ქსელში და თითოეულს გამოფხიზლებისკენ მოუწოდებს.
ანიტა რაჭველიშვილი: „მამაკაცების უფლებები ირღვევა?! კლუბებში არ უშვებენ ქართველ მამაკაცებს?! სინამდვილეში რომ ქართველი მცირეწლოვანი გოგოების პროსტიტუციაა ამავე კლუბებში და თურქი მფლობელები განგებ არ უშვებენ ქართველებს შიგნით ამაზე რატომ არ საუბრობს ბატონი პრემიერი?!ან საუბარს და სიტყვების ჰაერზე ყრას რა აზრი აქვს?! სხვას აკეთებთ რამეს?! სიტყვას საქმე ჯობია და ამ საშინელი პრობლემის განხილვით,თან ამ კუთხით რომ ვაი და კლუბებში არ გვიშვებენო.
პრობლემას ვერ მოაგვარებთ!
რაზე კარგავს ეს აბსოლუტურად უმაქნისი მთავრობა დროს?! რატომ ანადგურებთ ქვეყანას სინათლის სიჩქარით?!
გაზი არ არის ქალაქის დიდ ნაწილში (ნეტავ რატომ?!) ლარის კურსზე აღარ ვიტყვი არაფერს, ყოველდღიურად იძარცვება ბანკები, მაღაზიები, კლავენ ხალხს ისე დღისით და მზისით და უმიზეზოდ! ეკოლოგიურ მდგომარეობაზეც აღარ ვიტყვი ზედმეტს არაფერს, მაინც არავის ანაღვლებს საკუთარი ჯანმრთელობა და ამასობაში ხალხს ძინავს, ვიჯდეთ ასე წყნარად და არაფერი არ გავაკეთოთ!!!!აზრი მაინც არ აქვს ხომ?!“

NEWPOSTS.GE

Comments
Loading...