მუსიკოსი ჩაკ ბერი გარდაიცვალა
ლეგენდარული მუსიკოსი ჩაკ ბერი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. BBC-ის ცნობით, ჩაკ ბერის სიკვდილი შტატ მისურის პოლიციამ დაადასტურა.
პოლიციის ინფორმაციით, მუსიკოსის სახლიდან სასწრაფო გამოიძახეს, თუმცა ადგილზე მისულმა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ამერიკელი მომღერალი, გიტარისტი და კომპოზიტორი ჩაკ ბერი როკ-ენ-როლის ერთ-ერთ ფუძემდებლად ითვლება.
ჩაკ ბერის კარიერა 60 წელზე მეტი ხნის წინ დაიწყო. მის მიერ დაწერილ ჰიტებს შორისაა “Rock and Roll Music”, “Maybellene”, “Roll Over Beethoven”, “Sweet Little Sixteen” და “Johnny B. Goode”.