„მზად ვარ შემისწავლოს უსაფრთხოების სამსახურმა“

 

ნდობის ჯგუფში საკუთარი კვოტა ექნება საპარლამენტო უმცირესობასაც. სავარაუდოდ და ეს იქნება თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი ირაკლი აბესაძე.

ნდობის ჯგუფის წევრობის კანდიდატია ასევე ფრაქცია პატრიოტთა ალიანსის წევრი ირმა ინაშვილი.

„დღეს მე მოვისმინე სხვადასხვა ტიპის შეფასებები და გაისმა ისეთი მოსაზრებაც, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უნდა შეისწავლოს ყველა კანდიდატის კონტაქტები, ბიოგრაფია და ა.შ. რამდენად სანდოა ესა თუ ის კანდიდატი მონაწილეობდეს ნდობის ჯგუფში. მე მივესალმები ამას, მზად ვარ შემისწავლოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა“ – ირმა ინაშვილი.

კანდიდატი მიიჩნევს, რომ უსაფრთხოების სამსახურმა ასევე უნდა შეისწავლოს ნაციონალური მოძრაობისკონტაქტები და მათი  გადაადგილებები რუსეთთან.

რუსთავი2

Comments
Loading...